Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის    სახელწოდება - ადამიანი   და  სამყარო.

პროექტის    აქტუალობა.  მოსწავლეებს   უკვე  აქვთ  მხატვრული  შთაბეჭდილებების   გარკვეული  მარაგი   - იცნობენ   სხვადასხვა   ეპოქაში  სხვადასხვა   ჟანრის  ნიმუშებს.
მასწავლებელი  სთავაზობს   თითოეული  ჯგუფის  წევრებს,  გაიხსენონ  მათთვის  ცნობილი  ნამუშევრები  და  სცადონ,   ერთობლივად  განსაზღვრონ   რამდენიმე  თემა  რომლებიც  აქტუალური  იყო  სხვადასხვა  დროის   მხატვრებისათვის.
  მოსწავლეები    ჯგუფურად   მსჯელობენ,   აკეთებენ   ჩანაწერებს.   სავარაუდოდ,  მათ  შეიძლება  შეარჩიონ   ისეთი  თემები,   როგორიცაა  დედაშვილობა,   სამშობლოს 
სიყვარული,  ბუნების   დაცვა,    თანაგრძნობა,   ადამიანების   დახმარება.  მასწავლებლის   შეხედულემისამებრ,   მოსწავლეებს   მოსაფიქრებლად    შეიძლება  მიეცეთ  ორი-სამი  წუთი,   რომლის  ამოწურვისთანავე  თითოეული  ჯგუფის  ლიდერი  ან  რომელიმე  წევრი  აცნობს   ამხანაგებს  მათ  მიერ   ერთობლივად   შემუშავებულ   ვერსიებს. ისინი  ყურადღებით  უსნენენ    ერთმანეთს,    შესაძლოა,  თემების  დასახელებისას  მათ  ახალი  იდეებიც გაუჩდეთ.  თითოეული    ჯგუფის   ჩანაწერს   მასწავლებელი  დაფაზე  აკრავს.  მოსწავლეები   კიდევ   ერთხელ   გადახედავენ   თემებს,   გამოყოფენ,  მათი   აზრით,    განსაკუთრებით   მნიშვნელოვან   თემებს,   ითვალისწინებენ,  რომ    არ  მოხდეს   თემების  დუბლირება.  ისინი   ეცნობიან    სახემძღვანელოში   მოცემულ   ინფორმაციასა   ვიზუალურ   მასალას  და  გამოთქვამენ    მოსაზრებებს.    განიხილავენ  თითოეულ   ნიმუშს  და  აღნიშნავენ,  თუ  რისი   თქმა   უნდოდა  თითოეულ   ავტორს   ნამუშევრით,  რა  მხრივ  არის   მნიშვნელოვანი  ნამუშევრის  თემა.   მოსწავლეები    განსაზღვრავენ    თითოეული   ნიმუშის   ჟანრსაც  და   აკეთებენ  დასკვნას,  რომ  მნიშვნელოვანი  აზრის,  იდეის  გადმოცემა  შესაძლებელია  ნებისმიერი  ჟანრის  ნიმუშით.   მასწავლებელი  სთავაზობს  მოსწავლეებს,   მოცემულ  და   მომდევნო  გაკვეთილზე   შექმნან  კედლის   გაზეთი,  რომელსაც  თითოეული   ჯგუფი  მიუძღვნის  მათ  მიერ  ერთობლივად   შერჩეულ  თემას. ისინი  რუბრიკით  ,,ჩვენი  სახელოსნო’’  მოცემულ  რჩევებს  და   მსჯელობენ  შესასრულებელი   სამუშაოს  ირგვლივ.  კერძოდ,  ელთობლივად   ირჩევენ  თემას,   განსაზღვრავენ,  თუ  რა  შინაარსის   ნამუშევრებით   წარმუადგენენ   მოცემულ  თემას,  რა  მასალასა   და  ტექნიკას  გამოიყენებენ   თითოეული    მადგანისათვის  [არ  არის  აუცილებელი,  რომ  მოსწავლეებმა  კედლის  გაზეთზე  მხოლოდ  ნახატები   წარმოადგინონ,  მათ   შეუძლიათ  შექმნან  თემის  ამსახველი  კოლაჟი,  აპლიკაცია]  მსჯელობენ  იმასთან  დაკავშირებითაც,  თუ  როგორ  წარმოუდგენიათ   კედლის  გაზეთის  დასრულებული  სახე.   სასურველია,   მოსწავლეებმა  გაზეთზე  თემასთან  დაკავშირებული  საკუთარი  მოსაზრებების  ჩანაწერებიც   წარმოადგინონ. სავარაუდოდ,  მოცემულ  გაკვეთილზე  მოსწავლეები  შექმნიან  ნამუშევრებს  განსაზღვრავენ   კედლის   გაზეთისათვის   საჭირო  დამატებით  რესურსს.  მომდევნო  გაკვეთილზე  კი  განიხილავენ   ნამუშევრებსა  და  მათ  ხელთ   არსებულ  სხვადასხვა   სახის   მასალას,  განალაგებენ ფორმატზე,  გააფორმებენ   და   მისცემენ  საბოლოო  სახეს.

პროექტის   მიზნები:   ხელოვნების    ნაწარმოების  შექმნის  მიზეზებზე,   მნიშვნელოვან   თემების   მსჯელობის,    ერთობლივი  ნამუშევრის   შექმნაში  მონაწილეობისა  და  საპრეზენტაციო  უნარ-ჩვევების  განვითარება.         
                     
მონაწილეთა  ასაკი:14.-15 წელი.

ვადები/ხანძლივობა:  ერთი  კვირა.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:   
ირჩევს  გამომსახველობით  ხერხებს  ნამუშევარში  ჩანაფიქრის  უკეთ  გადმოსაცემად;
გეგმავს  შესასრულებელი  სამუშაოს  თანმიმდევრობას;
ირჩევს  სამუშაო  იარაღებს,  მასალას,  აწესრიგებს  მათ  განსაზღვრულ  დროის  მონაკვეთში;
აღადგენს  დაზიანებულ  ნივთებს  და  სასკოლო  ინვენტარს  აფორმებს   სხვადასხვა  საკლასო  თუ  სასკოლო  ღონისძიებას,  ქმნის  მისალოც  და  მოსაწვევ  ბარათებს,  კედლის  გაზეთის,   აფიშას    ზეიმისათვის;
იჩენს  სხვებთან  თანამშრომლობის  ინიციატივას  და   ხალისით  ეხმარება   თანაკლასელებს;

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები;
სახელმძღვანელო,  ფორმატი,  ფურცლები,  ფერადი  ფანქრები,  გუაში  ფუნჯი  მოსწავლეთა   მოსაზრებისამებრ  შერჩეული  ნებისმიერი  სახატავი  მასალა,  დამატებითი  რესურსი.
პროექტის   მსვლელობა  [ძირითადი  აქტივოვები]
მოსწავლეები   ჯგუფურად  განიხილავენ  წინა  გაკვეთილზე  შესრულებულ  ნამუშევრებს. საჭიროებისამებრ,    შეაქვთ  გარკვეული  კორექტივები.  ასრულებენ   ნამუშევრებს  ან  ცვლილებები  შეაქვთ  მასში,   პარალელურად   აკეთებენ    გაზეთის  ესკიზს -როგორ   განალაგონ  მასზე   მათი   ნამუშევრები,  ჩანაწერები,  დამატებითი  რესურსი,    მსჯელობენ  გაზეთის     მხატვრულ  გაფორმებაზე.   სამუშაოს    დასრულებისას   თითოეული   გუფის   წევრები    მასწავლებლის   დახმარებით    განათავსებენ  მათ  მიერ  შექმნილ  კედლის   გაზეთს  საკლასო   ოთახის  კედელზე,   ალაგებენ   სამუშაო   მასალასა  და  იარაღებს  და   ემზადებიან    პრეზენტაციისათვის.
მასწავლებელი   საშვალებას   აძლევს    მოსწავლეებს,   რომ   მიუახლოვდნენ     თითოეულ გაზეთს,  ყურადღებით     დაათვალიერონ   მასზე   წარმოდგენილი   მასალები,     სურვილისამერ,    მოინიშნონ    კითხვებიც,   რომლითაც   ერთმანეთს  დაუსვამენ.
თითოეული    ჯგუფის   ლიდერი  ან  რომელიმე   წევრი   წარადგენს    კლასის   წინაშე  
ერთობრივ   ნამუშევარს.    თავდაპირველად    მოსწავლეებს    აცნობს   მათ  მიერ   შერჩეულ  თემას   და   ცდილობს    ელთობრივი     პოზიციის   დასაბუთებას-რატომ   შეარჩიეს   ესა   თუ ის  თემა,   რა  მხრივ   არის,   მათი   აზრით,   თემა    საინთერესო   და    მნიშვნელოვანი.
თანაკლასელები   ყურადღებით   ისმენენღითოეული   ჯგუფის   პრეზენტაციას 
გამოთქვამენ    საკუთარ   მოსაზრებებს,    რაც  ეხება  როგორც   შერჩეულ   თემას   და     
ნამუშევრებს,   ისე    გაზეთის   მხატვრულ   გაფორმებას.    კორექტულად  აღნიშნავენ,
ფუ  რა   მოეწონათ  განსაკუთრებით,     რაც    შეცვლიდნენ.   ნამუშევრების   განხილვის  
პროცესში    მოსწავლეები    სვამენ  კითხვებს   და  თვითონაც    პასუხობენ     ამხანაგების   შეკითხვებს.
პროექტის    დასასრულს      გაკვეთილებზე    მიღებული   შთაბეჭდილებების   საფუძველზე, სავარაუდოდ,   მოსწავლლეები   ასახელებენ    ხელოვნების    ნაწარმოებების   შექმნის შემდეგ   მიზეზებს;    გადმოსცენ    ბუნების  მშვენიერება   პეისაჟისა   და  ნატურმორტის  ნიმუშებში,  ასახონ   ადამიანების   ყოველდღიური   ცხოვრება,   აგრეთვე   გადმოცენ ნამუშევრით   საკუთარი  სათქმელი-მნიშვნელოვანი   აზრი,  თუნდაც  მოწოდება   ადამიანისადმი

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგური  მუშაობა
დავალებებს  არ  ასრულებს  დროულად.
იყენებს  სხვადასხვა  ტიპის  შტრიხს.
გადმოსცემს  ნამუშევარში  გარკვეულ   იდეას   სიმბოლოების  საშუალებით.
პრეზენტაცია
ნაკლებად  ღებულობს   გამოფენაში   მონაწილეობას.
საუბრობს  მსგავსებებსა  და  განსხვავებებზე.
აუდიტორიის   წინაშე   ნამუშევრის   წარდგენა,  და  საკუთარი   მოსაზრებების  გამოთქმა  და  განმარტება,   თუ  რისი  გადმოცემა    სურდა   ნამუშევარში.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება:
შედეგი   მე-7კლ. 
  • ნამუშევრის  შექმნისას   იყეებს  კომპოზიციური  განაწილების  ძირითად  ხერხებს. 
  • ქმნის  სიბრტობრივ  დეკორატიულ    კომპოზიციებს.
  • კონკრეტული   ამოცანის  გადასაჭრელად  გეგმავს  შესასრულელ   სამუშაოს;
  • ამოიცნობს  ისტორიულ   მოვლენას,  რომელმაც  შთააგონა  კონკრეტული    ნაწარმოები  შემოქმედს.
შედეგი  მე-7კლ. ისტორია. 
  • მოსწავლეს  შეუძლია  მსოფლიო  კულტურის  შედევრები.
  • ჩამოთვლის  მსოფლიო  არქიტექტურის  ღირსეშანიშნავ   ძეგლებს,   აჯგუფებს  მათ  ისტორიულ    ეპოქების   მიხედვით   მსჯელობს    მათი  შექმნის   ისტორიაზე.
  • ილუსტრაციების  გამოყენებით    ცხრილში აჯგუფებს, განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტურულ ძეგლებს.
  • მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიოს კულტურის შედევრები.  

პროექტის ხელმძღვანელი: მაია სადრაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: SADRADZEM5@GMAIL.COM

პროექტის ბლოგი: sadradzem5.blogspot.com